სამშობლოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავდადებული, პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეული გმირების საპატივსაცემოდ შექმნილი ვერცხლის ნაკეთობა, რომელიც 6 ცალი ძოწის ქვითაა შემკული. S90V ფოლადისგან შექმნილ დანის ტარს საქართველოს თემატიკით შექმნილი ორნამენტები და სიმბოლიკა ამშვენებს. სუვენირის კომპლექტში შედის დანის ხელნაკეთი ტყავის ჩასადები ზარაფხანას ლოგოს ბრენდირებით.
დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!
მსოფლიოს მოწინავე ჟანგვამედეგი ფხვნილოვანი ტექნოლოგიით დამზადებული ფოლადი S90V უზრუნველყოფს ხანგრძლივ ჭრას და გამოირჩევა აგრესიული ფხით.
წონა: 177 გრ
სიგრძე: 22.5 სმ
დანის მჭრელი პირის სიგრძე: 13 სმ
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge