ძიება ვებ გვერდზე

დანა - ახალგორული განძის მცველი

შიფრი : 888008
 
ნახვები : 9796
3807₾4230.00₾10%
ყიდვა
მახასიათებლებიმეტალი ვერცხლი 925 | 95.5 გრ ქვა საფირონი | 2 ც | 0.65 კტ. | კაბოშონიდამატებითი მასალები ობსიდიანი | ცივი მინანქარი

საიუველირო სახლი ზარაფხანა საკოლექციო დანების ხაზის კიდევ ერთ, უნიკალურ ნაკეთობას,  „განძის მცველი“ სახელწოდებით წარმოგიდგენთ.

დანა ინსპირირებულია ახალგორის განძით, რომელიც 1908 წელს იქნა აღმოჩენილი დღევანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ახალგორის განძში შემავალი ნივთები მოწმობს მხატვრული ხელოსნობის განვითარების მაღალ დონეს ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების საქართველოში.

დანა „ახალგორული-განძის მცველი“ შეხებისთანავე აღვიძებს მცველის ინსტინქტს, რათა შეგახსენოთ საკუთარი ძალა. უმაღლესი ხარისხის ფოლადით და უნიკალური შესრულებით წარმოდგენილი ახალი ნაკეთობა ბრწყინვალე ნიმუშია ქართული საოქრომჭედლო მემკვიდრეობისა.

განძის მომავალი თაობებისთვის შემონახვაში მნიშვნელოვანი წვლილი ექვთიმე თაყაიშვილს მიუძღვის  - დიდ ქართველს, რომელმაც თავდადებით შეასრულა საკუთარი მოვალეობა.

დანას მოჰყვება ობსიდიანის საილუსტრაციო სადგამი და ტყავის ქარქაში, რადგან “ზარაფხანას“ სწამს, რომ განსაკუთრებულ ნივთებს განსაკუთრებული წარდგენა სჭირდება.

მსოფლიოს მოწინავე ავსტრიული მეტალურგიული ინდუსტრიის BOHLER-ის მიერ შემუშავებული ჟანგვამედეგი ფხვნილოვანი ტექნოლოგიით დამზადებული ინსტრუმენტალური ფოლადი K 190PM უზრუნველყოფს ხანგრძლივ ჭრას და გამოირჩევა აგრესიული ფხით.

 

წონა: 100.3 გრ

სიგრძე: 24 სმ

დანის მჭრელი პირის სიგრძე: 12 სმ

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები