ძიება ვებ გვერდზე

სამეფო დანა - ბაგრატ III

შიფრი : 888003
 
ნახვები : 2809
3231₾3590.00₾10%
ყიდვა
მახასიათებლებიმეტალი ვერცხლი 925 | 87.960 გრ ქვა ძოწი | 2 ც | 2.28 კტ. | ოთხკუთხედიდამატებითი მასალები ობსიდიანი | ცივი მინანქარი

სამეფო დანა შექმნილია X-XI საუკუნეებში მოღვაწე ქართველი მეფის, ბაგრატ მესამის შთაგონებით, რომელიც საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მონარქი გახლავთ. ძოწის ქვებით შემკული დანის დაბოლოება მეფის გვირგვინის ფორმას იმეორებს, მისი უკანა მხარე კი ბაგრატის დირჰამს ასახავს, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისში მოიჭრა თბილისის ზარაფხანაში.

საყურადღებოა, რომ მინანქრის დეტალები მონარქის სამოსთან ასოცირდება, მაღალი სიმტკიცის ფოლადის (S90V, HRC 63) დანის პირი კი შორეული აღმოსავლეთისა და „დიდი აბრეშუმის გზის“ გავლენაზე მიანიშნებს. ბოლსტერიც და დაბოლოებაც მაღალი სინჯის 925 ვერცხლით გახლავთ დამზადებული.

განსაკუთრებულად მყარი და ერთიანი კონსტრუქციით, ნაკეთობა განასახიერებს ბაგრატ მესამეს, როგორც ქართულ მიწათა და ქართველ ხალხთა გამაერთიანებელ ძალას.

დანას მოჰყვება ობსიდიანის საილუსტრაციო სადგამი და ტყავის ქარქაში, რადგან “ზარაფხანას“ სწამს, რომ განსაკუთრებულ ნივთებს განსაკუთრებული წარდგენა სჭირდება.


მსოფლიოს ლიდერი, გიგანტი ამერიკული მეტალურგიული კომპანია Crucible indusgries მიერ შექმნილი უჟანგი ფხვნილოვანი სამდეიცინო ფოლადი CPM S90V არის ეკოლოგიურად სუფთა, გამოირჩევა ხანგრძლივი ჭრითა და აგრესიული ფხით. ის ამაყად იკავებს ადგილს მოწინავე პრემიუმ კლასის დანის ფოლადებს შორის.

 

წონა: 91.8 გრ

სიგრძე: 24.5 სმ

დანის მჭრელი პირის სიგრძე: 13 სმ

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები