ძიება ვებ გვერდზე

რჩევები

ზოგადი რჩევები

დროთა განმავლობაში, ძვირფასი სამკაული შეიძლება, ნამდვილ საოჯახო საგანძურად იქცეს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ მასზე სწორად ვიზრუნოთ. მტვერს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა (მაგალითად, საპონსა და სარეცხის ფხვნილს) და სამკაულის ხანგრძლივ ტარებას მისი დაზიანება შეუძლიათ. იმისათვის, რომ თქვენმა სამკაულმა პირვენდელი ბრწყინვალებას არ დაკარგოს, ქვემოთ გარკვეულ რჩევებს შემოგთავაზებთ. ნაკეთობის სათანდოდ მოფრთხილებისა და მოვლის შემთხვევაში, თქვენი ძვირფასი ნივთი თავის მშვენიერებას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

ბრილიანტი

ბრილიანტის სამკაულები ძალიან პოპულარულია. ზოგიერთ ნაკეთობას, როგორიცაა ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები, ხშირად 24 საათის მანძილზე არ ვიცილებთ ხელიდან. როგორც უნდა უფრთხილდებოდეთ ასეთ სამკაულს, ის მოვლასა და პერიოდულ შეკეთებას მოითხოვს. ბრილიანტი გამძლეობით გამოირჩევა, თუმცა მოვლას მაინც საჭიროებს. სხვადასხვა სახის ფხვნილებს, საპნებსა და ნატურალურ ზეთებს კი მისი დაზიანება და პირვანდელი ბრწყინვალების ჩახშობა შეუძლიათ. სუფთა ბრილიანტი უფრო მეტად ბრწყინავს, რადგანაც ურო მეტი სინათლის სხივი ახერხებს მის შიგნით შეღწევას.

ძვირფასი ქვები

ბუნებაში ბევრი ძვირფასი ქვააა, ზოგი ასეთი ქვა კი ზედმიწევნით ზრუნვას მოითხოვს. თითოეულ მათგანზე საუბარი ძნელი იქნება, თუმცა, ამგვარი ქვების მოვლის ზოგად წესებს გაგაცნობთ.


ოქროს სამკაულები

ოქროს ნაკეთობები, ჩვეულებრივ, ოჯახის სამკაულების უდიდეს ნაწილს შეადგენს. ოქრო ფერითა და შემადგენლობით განსხვავებულია, თუმცა მოვლის მეთოდიკა, ამ შემთხვევაშიც, იგივეა.

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 20:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები