ძიება ვებ გვერდზე

ვერცხლის დანა - გმირი

შიფრი : 888009
 
ნახვები : 584
6265₾
ყიდვა
მახასიათებლებიმეტალი ვერცხლი 925 | 177,4 გრ ქვა ძოწი | 6 ც | 6,43 კტ. | მრგვალიდამატებითი მასალები ობსიდიანი

 ზარაფხანას გუნდის მიერ შექმნილ იქნა საკოლექციო დანა საქართველოს თემატიკის
ორნამენტებითა და სიმბოლიკით, რომელიც სამშობლოს წარსულ და თანამედროვე
ისტორიაში თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავდადებულ, პატრიოტული სულისკვეთებით
გამორჩეულ გმირ ადამიანებს მიეძღვნა. დანის ვერცხლის ტარში ილუსტრირებული
ქართული ბორჯღალო და ვაზი მას განსაკუთრებულ ვიზუალურ და შინაარსობრივ
დატვითვას სძენს.
ხანგრძლივი და სუფთა ჭრის უზრუნველსაყოფად მასში გამოყენებულია პრემიუმ
კლასის ფხვნილოვანი ტექნოლოგიით დამზადებული უჟანგი ფოლადი CPM S90V და
გამოირჩევა აგრესიული ფხით.

დანის საილუსტრაციოდ და ვიზუალური მხარის აღსაქმელად ის დგას ობსიდიანის
მაღალი ხარისხის ქვაზე, რომელზეც დაკრულია ვერცხლის ფირფიტა წარწერით - დიდება
საქართველოს! დიდება გმირებს! დანა ჩადებულია ხელით დამზადებულ, ასევე მაღალი
ხარისხის ქარქაშში, რომელზეც დატანილია ვერცხლის ლოგო და მოთავსებულია
შუშებიან კაკლის ხის ყუთში.

წონა: 177 გრ

 

სიგრძე: 22.5 სმ

დანის მჭრელი პირის სიგრძე: 13 სმ

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, „ზარაფხანას„ ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

ლუბლიანას ფილიალი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები