20 თებერვალი 2023
20 თებერვალი 2023
ბოლო წლების განმავლობაში, მოდის სამყარომ არაერთი უცნაური ტენდენცია შემოგვთავაზა, თუმცა, უჩვეულო სტილის სამკაულებს, თანამედროვე ავანგარდამდე გაცილებით ადრე, ძველ ეპოქებშიც ვხვდებით. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
სამკაულის ეს ფორმა მე-18, მე-19 საუკუნეების ინგლისში გახლდათ პოპულარული. მას შეყვარებულის თვალებს უწოდებენ, რადგან სრული პორტრეტის ნაცვლად, მინიატურაზე მხოლოდ რჩეული ადამიანის თვალები იყო გამოსახული. თვალებს, როგორც წესი, ხატავდნენ პატარა ტილოზე ან სპილოს ძვლის ნატეხზე, რომელიც შემდეგ გულსაკიდში, ბროშში ან ბეჭედში თავსდებოდა.
ერთგულების ნიშნად, ეს სამკაული ხშირად იცვლებოდა ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთმანეთი ფარულად უყვარდათ, ამიტომ მინიატურაზე გამოსახული პიროვნების ვინაობა ხშირად გასაიდუმლოებული იყო.
ეს ტრენდი განსაკუთრებით გავრცელებული იყო ვიქტორიანულ ეპოქაში, სადაც ქალები საყვარელი ადამიანის (მეუღლის, შვილის, ან მშობლის) თმისგან დამზადებულ გულსაბნევებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს ატარებდნენ. ის ასევე გარდაცვლილი ადამიანის სამახსოვროდ, ან ისტორიული მოვლენების აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა – მაგალითად, დედოფალი ვიქტორიას კორონაცია 1838 წელს.
ამ სამკაულის კონცეფცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და სხვადასხვა კულტურებსა და ისტორიულ ფიგურებთან ასოცირდება. თუმცა მან განსაკუთრებული პოპულარობა შუა საუკუნეების დროს მოიპოვა, როდესაც პოლიტიკური ინტრიგები და მოწამვლა ევროპაში საკმაოდ გავრცელებული ფენომენი იყო.
საწამლავის შესანახი ბეჭედი ერთ-ერთ ყველაზე ფრთხილ და პორტატულ საშუალებად ითვლებოდა საწამლავის ფარულად გადაადგილებისთვის. ის შემკული გახლდათ ძვირფასი ან არაძვირფასი ქვით, რომლის ქვეშაც პატარა კონტეინერი იყო ჩაშენებული.
თუმცა სამეფო კარის წევრები მას საპირისპირო დატვირთვით – საწამლავისგან თავდასაცავადაც იყენებდნენ! ისინი ბეჭედში ინახავდნენ ანტიდოტს, რომელიც მოწამვლის შემთხვევაში ნივთიერებას გაანეიტრალებდა.
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge