ძიება ვებ გვერდზე

როგორ გახდა ბრილიანტი სიყვარულის სიმბოლო

13 თებერვალი 2023

განსაკუთრებული სილამაზისა და იშვიათობის გამო, ბრილიანტი ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ მიიჩნეოდა ძვირფას ქვად. თუმცა სიყვარულის სიმბოლოდ ქცევამდე, ბრილიანტმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო. მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები მას იყენებდნენ რელიგიური დატვირთვით, თილისმებად, და ტანსაცმლისა თუ აღჭურვილობის შესამკობად. სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ბრილიანტის ბეჭდის ჩუქების ტრადიცია სათავეს მე-15 საუკუნიდან იღებს, როდესაც ავსტრიის ერცჰერცოგმა მაქსიმილიანმა თავის რჩეულს, მარია ბურგუნდიელს დასანიშნად ბრილიანტის ბეჭედი გაუგზავნა. გადმოცემის მიხედვით, ბეჭედი პატარა, ბრტყელი ბრილიანტებით იყო შემკული, რომლებიც მარიას ინიციალს „M“-ს გამოსახავდნენ. 

  

ეს ჟესტი მალევე აიტაცეს ევროპის დანარჩენ ქვეყნებში, სადაც მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ბრილიანტი ხშირად ჩნდებოდა არისტოკრატებისა და სამეფო ოჯახების წევრთა ნიშნობის ბეჭდებზე. მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი ეს არჩევანი მიუწვდომლად რჩებოდა მსოფლიოში არსებული ბრილიანტის მცირე მარაგების გამო.

1870 წელს სამხრეთ აფრიკაში ბრილიანტის მაღაროების აღმოჩენამ მნიშვნელოვნად გაზარდა ძვირფას ქვაზე ხელმისაწვდომობა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ხელის სათხოვნად ბრილიანტის ბეჭდის გამოყენება და საუკუნის ბოლოს, ის მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში, ორი ადამიანის ერთმანეთისადმი უპირობო ერთგულების აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა.

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები