ძიება ვებ გვერდზე

პრაქტიკული რჩევები სასაჩუქრე სამკაულის შესარჩევად

6 მარტი 2023

სამკაულის ჩუქება საყოველთაო ტრადიციაა, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან.  ეს ჟესტი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ქალთა დღესასწაულების პერიოდში, როდესაც საყვარელი ადამიანების მიმართ დაფასების გამოხატვა გვსურს. თუმცა, დიდი არჩევანის გამო, სამკაულის შერჩევის პროცესი, ზოგჯერ, შესაძლოა დამაბნეველი და არაკომფორტულიც იყოს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ აღნიშნულ პროცესს. 

 პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამკაულის არჩევისას, არის საჩუქრის ადრესატის სტილი. დააკვირდით როგორ სამკაულებს ატარებს ზოგადად, სადა და დახვეწილ ნაკეთობებს ანიჭებს უპირატესობას თუ თვალშისაცემს და გამორჩეულს? ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ პიროვნება ოქროს უფრო ატარებს თუ ვერცხლს.

samajuri

 

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ადრესატის ცხოვრების წესი. მაგალითად, თუ ის ეწევა აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას, შესაძლოა უპირატესობა მიანიჭოს პრაქტიკულ და გამძლე სამკაულს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს არ შეუშლის. მეორე მხრივ, თუ მისი პროფესიული საქმიანობა გარკვეულ დრესკოდს მოითხოვს, ამ შემთხვევაში, უმჯობესია სამკაული, რომელიც მის პროფესიულ იმიჯთან იქნება თანხვედრაში.

 

 

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც არ ვართ დარწმუნებული ადრესატის სტილში და პრეფერენციებში? ასეთ დროს, უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ კლასიკურ ნაკეთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ბრილიანტის საყურეები, მინიმალისტური გულსაკიდი ან სადა სამაჯური. მსგავსი სამკაულები მრავალმხრივია, რადგან მათი გამოყენება სხვადასხვა სტილის სამოსთან შეიძლება.

 

თუმცა მათთვის, ვისაც სურს, რომ საჩუქარს კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინოს, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პერსონალიზებული სამკაული. ეს შეიძლება იყოს სამკაულზე ამოტვიფრული სხვადასხვა სიმბოლო, როგორიცაა მაგალითად ინიციალი, მნიშვნელოვანი თარიღი ან ისეთი დეტალი, რომელიც პიროვნების ხასიათს ასახავს.

 

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები