ძიება ვებ გვერდზე

ოქროს ბეჭედი ამეთვისტოთი

შიფრი : 011493
 
ნახვები : 3209
8020₾
ყიდვა
მახასიათებლებიმეტალი ოქრო | 14 კტ| 13.8 გრ ქვა ამეთვისტო | 1 ც | 0.71 კტ. | ოთხკუთხედიდამატებითი მასალები ცივი მინანქარი

 

ბუნებრივი ქვებით შემკული კოლექცია შთაგონებულია საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მონარქის, ბაგრატ III-ის ცერემონიული სამოსით, რომელიც აღბეჭდილია ბედიის მონასტრის ფრესკაზე. მეფე შემოსილი გახლავთ მძიმე ქსოვილით შეკერილი მოყავისფრო-წითელი ბისონით, რომელსაც გარს აკრავს ძვირფასი თვლებით უხვად დატვირთული საყელო (მანიაკი) და სპეკალებით მოფენილი განიერი არშია (ლოროსი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კეთილშობილი ქვებით შემკული პომპეზური გვირგვინიც. შესაბამისად, „ზარაფხანას“ გუნდისთვის დიდი პატივი გახლდათ, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ღირსეულად გადმოსცემს ფრესკაზე გამოსახული მოკაზმულობის პატერნსა და მეფურ სიდიადეს.  


  კოლექცია სამოსის სრული კატალოგი

  •  თბილისი და ბათუმი - შეკვეთის გააქტიურებიდან 2-3 სამუშაო დღე
  •  საქართველოს რეგიონები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-5 სამუშაო დღე 
  •  სხვა ქვეყნები - შეკვეთის გააქტიურებიდან 3-15 სამუშაო დღე

 

შენიშვნა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, "ზარაფხანას" ყველა ნაკეთობა უნიკალურია. პროდუქციის ფოტოები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. თითოეული პროდუქტის ვიზუალი (ფორმა, ფერი, ქვის კარატულობა) შესაძლოა დამოკიდებული იყოს მისი დამუშავების ტექნოლოგიებსა და ძვირფასი თუ ბუნებრივი ქვების მახასიათებლებზე. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემულია გასაშუალოებული მახასიათებლები. საბოლოო ნაკეთობის წონითი მახასიათებლები შეიძლება განსხვავდებოდეს +/- 20%-ით.

მსგავსი პროდუქცია

სათაო ოფისი

ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge

 

ჩვენი მაღაზიები