ბუნებრივი ქვებით შემკული კოლექცია შთაგონებულია საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მონარქის, ბაგრატ III-ის ცერემონიული სამოსით, რომელიც აღბეჭდილია ბედიის მონასტრის ფრესკაზე. მეფე შემოსილი გახლავთ მძიმე ქსოვილით შეკერილი მოყავისფრო-წითელი ბისონით, რომელსაც გარს აკრავს ძვირფასი თვლებით უხვად დატვირთული საყელო (მანიაკი) და სპეკალებით მოფენილი განიერი არშია (ლოროსი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კეთილშობილი ქვებით შემკული პომპეზური გვირგვინიც. შესაბამისად, „ზარაფხანას“ გუნდისთვის დიდი პატივი გახლდათ, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ღირსეულად გადმოსცემს ფრესკაზე გამოსახული მოკაზმულობის პატერნსა და მეფურ სიდიადეს.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge