ოქროში შესრულებული კოლექციის ინსპირაცია XVII საუკუნეში მოღვაწე ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი გახლავთ, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მართლმადიდებლობის განმტკიცებასა და ქართული კულტურის აღორძინებაში. წარმოდგენილი სამკაულის ვიზუალური მხარე შთაგონებულია სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული მრავალფეროვანი სამოსის ელემენტებით. ბუნებრივი ქვა მარჯანი და ცივი მინანქარი სწორედ ირანული ტექსტილისთვის დამახასიათებელ ფერთა ტონალობასა და ყვავილოვან ორნამენტიკას ეხმიანება.
აღსანიშნავია, რომ განსწავლულობისა და დიპლომატიური ნიჭის წყალობით, დედოფალი დიდ გავლენას ახდენდა მისი მეუღლის როსტომ ხანის მმართველობაზე. მარიამის ძალისხმევით აღდგა მტრების შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრები, შეგროვდა და გადაიწერა მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერები (მათ შორის, „ქართლის ცხოვრება“), აყვავდა სოფლები და განვითარდა სამეფოს ინფრასტრუქტურა.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge