Rooms for Zarapxana ზარაფხანას და ინტერიერის დიზაინის კომპანია რუმსის ერთობლივი ნამუშევარია. ერთი შეხედვით მარტივი ხაზებით შექმნილი ძვირფასი სამკაული, რომელიც ატარებს დახვეწილ, ელეგანტურ და ღრმა თვისებებს, ამავდროულად სრულყოფს თანამედროვე ქალის “ფორმას” და ხასიათს.
სამკაულის დიზაინი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ჩვენთვის, თუმცა ისევ შევეხეთ მოდელირებას, მხოლოდ განსხვავებულ მასშტაბში. წარმოვადგინეთ თანამედროვე ქალის სამკაული, რომელიც ხაზს უსვამს მის ხასიათს, სტილს და ინდივიდუალობას. ძვირფასი მეტალებით შევქმენით მარტივი გეომეტრიული ფორმები – წრე, რკალი, კვადრატი, სამკუთხედი და ოთხკუთხედი, ეს ფორმები ისეთივე მუდმივია როგორც თავად მეცნიერება - გეომეტრია.
ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია (ROOMS)
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge