ოქროს კოლექციის ინსპირაცია გახლავთ მუხის რკო, რომელიც გელათის მონასტერში გამოსახულ დავით აღმაშენებლის ფრესკაზე ფიგურირებს. ბიზანტიური წარმომავლობის მდიდრული სამეფო სამოსელი, რომელიც დავით IV-ს აცვია, მოიცავს ბისონს, ლოროსსა და მანიაკს (საყელო). სწორედ ძვირფასი ქსოვილით შეკერილ ბისონს ამშვენებს მუხის რკოს ორნამენტები, რომლებიც „ზარაფხანამ“ სამკაულში ბუნებრივი ქვების ამეთვისტოსა და აქატის კომბინაციით წარმოადგინა. მუხა ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან მიიჩნეოდა საკრალურ ხედ და მისი კულტი ქართველებს გაქრისტიანების შემდეგაც შემორჩათ. ის უძლეველობის, შეუდრეკელობისა და სიბრძნის სიმბოლო იყო, რომლის ნაყოფის გამოსახვა ნიშანდობლივიც კია დავით აღმაშენებლის - ქვეყნის გამაერთიანებელი, უძლიერესი მონარქის სამოსზე.
მსგავსი პროდუქცია
სათაო ოფისი
ლუბლიანას ქ. 15, 0159
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ტელ.: (+995 32) 2510001
ფაქსი: (+995 32) 2530044
ელ-ფოსტა: info@zarapkhana.ge